საქართველოს უცხოელები ტოვებენ - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ბოლო რეისები სრულდება. შუაღამის 12:00 საათიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2 კვირის განმავლობაში უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ.ამ პერიოდში საჰაერო ფანჯარა დაიხურება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც სამშობლოში დაბრუნებას სწორედ ავია რეისებით აპირებდა.
ინდოეთში მივდივართ. თითქმის ყველა ვტოვებთ საქართველოს კორონავირუსის გამო. სტუდენტები ვართ, თუმცა სწავლა გადაიდო, ამიტომ გვიწევს ქვეყნის დატოვება. ფრენების გაუქმების შესახებ ტელევიზიით გავიგეთ,"- განაცხადა ერთ-ერთმა უცხოელმა.