პრემიერის ბრძანების თანახმად, დედაქალაქსა და რეგიონებში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება. შეზღუდვა ხვალიდან ამოქმედდება და იქამდე გასტანს, ვიდრე ქვეყანაში კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების საფრთხე იარსებებს.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ასობით ადამიანი დროებით უმუშევრად დარჩა. მიკროავტობუსების მძღოლები ოჯახებს სწორედ დღიური გამომუშავებით არჩენდნენ, რისი საშუალებაც მათ ხვალიდან უკვე აღარ ექნებათ.
შემოსავალი სხვა არაფერი არ მაქვს.. მე-5 სართულზე ვინ რას მომცემს?... ოჯახში არავინ არ მუშაობს ჩემს მეტი... დაგვეხმარება ალბათ მთავრობა,"- განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.