ხვალიდან სპორტ დარბაზები, ფიტნეს და სპა ცენტრები დაიხურება. ახალი შეზღუდვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. თბილისში მოქმედი სპორტ დარბაზების ნაწილი აქამდეც შეზღუდულად მუშაობდა, ახლა კი დღის ბოლომდე ყველა მათგანი მუშაობას შეწყვეტს.
სპორტდარბაზების წარმომადგენლები ამბობენ, რო მთავრობის გადაწყვეტილებას ემორჩილებიან, თუმცა იმ მოსალოდნელ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ, რომელის დაწესებულ შეზღუდვებს მოჰყვება. ისინი სახელმწიფოს დახმარებას და მეიჯარეებთან შუამდგომლობას სთხოვენ, ასევე ამბობენ, რომ შეექმნებათ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდის პრობლემა:
მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაგვეკმაყოფილებინა ყველანაირი მოწოდება რაც იყო სახელმწიფოსგან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან. ანტისანიტარიული და დეზინფექციის სამუშაოები და ა.შ. თუმცა მივიღეთ გადაწყვეტყოლება, რომ დღეს დავიკეტოთ 11 საათზე.
ჩვენ კვირა საღამოს შეგხვდა პრემიერის აპარატი და გვესაუბრა. მათ აინტერესებდათ რა ტიპის ზარალი მოგვადგებოდა, შევეცადეთ აგვეხსნა რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ტიპის კომპანიები...სამწუხაროდ კომპანიას არ გააჩნია იმის სახსრები ამ ეტაპისთვის, რომ ხელფასის ანაზღაურება შეძლოს 2 თვით. ჩვენ არ ვიცით რა ვადებზეა საუბარი, არ ვიცით რამდენი ხანი დავიკეტეთ" აცხადებენ სპორტ დარბაზების წარმომადგენლები.