მილიონნახევრიანი ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა კომპანია "მიმდემთან" გააფორმა. გვიშტიბში ნიჟარაძეების უბანში გზის დაგებასთან ერთად, რამდენიმე უბნის მოსაწესრიგებლად წყალტუბოელების ფული მერმა კომპანიას ისე ჩაურიცხა, რომ არც გამოცდილება მოსთხოვა, ფასდაკლებაც გაუკეთა, დაბალი კონკურენციის პირობებშიც ჩააყენა და ავანსიც კი წინასწარ გადაუხადა. გარდა ამისა, სამუშაოების შესასრულებლად ვადები გაუხანგრძლივა, თანხა დაუმატა და ხელშეკრულებაში ცვლილება 6-ჯერ განახორციელა.
შედეგად, სამუშაოებიც გვიან დასრულდა და ადგილობრივების ფულიც უფრო მეტი დაიხარჯა.
"ფლანგვის დეტექტორი" ამ კომპანიასთან მიმართებაში სხვა დარღვევებსაც დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ამ შეუსაბამობების ფონზე 2013 წლიდან დღემდე მიმდელს ბიუჯეტიდან 44 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
კომპანია მიმდელი რუსეთი მოქალაქე ზურაბ მიქაძემ 2011 წელს დაარსა, მაგრამ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურ მონაწილეობას 2013 წლიდან იღებს, ყველაზე ხშირად კი ის სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტო პირობებში იმარჯვებს.
კონკურენტის დისკვალიფიკაციის გამო გამარჯვების მიზეზი კომიკურია. 873,000 ლარიან ტენდერში, კონკურენტი კომპანია, რომელმაც სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა იმის გამო დისკვალიფიცირდა, რომ სამუშაოებს 91 დღის ნაცვლად 90 დღეში შეასრულებდა.
მიუხედავად ამისა, კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მიმდემს სამუშაოების დასრულების ვადა სახელმწიფომ 110 დღემდე გაუხანგრძლივა.
ხელისუფლება ტენდერების პირობებს "მიმდემს" არგებს, შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხშირ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო. ოპოზიცაში ამის მაგალითად სულხან-საბას ქუჩა მოჰყავთ, სადაც წვიმის დროს წყალი დგება.
ხელისუფლების ოპონენტები იმ საშიშ ტენდენციაზეც საუბრობენ, როდესაც "ქართული ოცნება" სახელმწიფო ტენდერებს იმ კომპანიებს ან ადამიანებს აძლევს, ვინც ღიად არის დაკავშირებული ოკუპანტ სახელმწიფოსთან.
კიდევ ერთი, საგულისხმო ფაქტი - 873 ათას ლარიანი ხელშეკრულება წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან 2018 წელს გააფორმა.
"მიმდემმა" ამ ტენდერის მისაღებად იმ კომპანიის დასკვნით მოიგო, რომლის წევრმაც 2017 წელს ყალბი დასკვნა გასცა და სახელმწიფო 177 000 ლარით აზარალა.
რატომ ხდება ისე, რომ ხშირ შემთხვევაში კომპანია "მიმდემი" უკონკურენტოდ იგებს სახელმწიფო ტენდერებს, ამ კიხთვებზე პასუხებს კომპანიის დირექტორი თავს არიდებს, ამტკიცებს რომ მათ წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები შეგნებულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას.
საბოლოო ჯამში, 2013 -2020 წლებში ტენდერების 65%-ში მიმდემმა მასზე მორგებული პირობების გამო გაიმარჯვა და ქვეყნის ბიუჯეტიდან ხშირ შემთხვევაში 45 მილიონ ლარამდე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო მიიღო.