მეტადონის პროგრამა - ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი ეპიცენტრი

გამოქვეყნდა:

ექიმები, რომლებიც მეტადონის პროგრამას ემსახურებიან, უდიდესი რისკის ქვეშ არიან. მათ პირბადეების მარაგიც აღარ აქვთ, დაცული არ არის ჰიგიენის ელემენტარული პირობები. ერთ ერთი რაიონული ცენტრში დღეს "მთავარი არხის" ტელეკამერა არ შეუშვეს.

მეტადონის მისაღებად მისული ასობით ადამიანი, რიგს ერთ ოთახში ელოდება,  ათეულობით ადამიანთან კონტაქტი პერსნალს პირბადის გარეშე უწევს. არსად დევს სადეზინფექციო სითხე.

ცენტრებში სადაც მეტადონს გასცემენ დღეში საშუალოდ 500 დან 600- მდე ბენეფიციარი მიდის,რომლებიც თავადაც დიდი რისკის ქვეშ არაინ. 

მეტადონის პროგრამის ცენტრების თანამშრომლებმა 10 დღის წინ ამ პრობლემებით ჯანდაცვის მინისტრსაც მიმართეს, თუმცა ეკა ტიკარაძეს მათთთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ცენტრებში ამბობენ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვას თავისი ძალებით ცდილობენ თუმცა რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები არ იციან. 

გამოსავალი კი სამუშაო რეჟიმის შეცვლა ან მეტადონის გაცემის ცენტრების სხვა უფრო დიდი ოფისებში გადატანაა. ერთ ერთი გამოსავალი ბენეფიციარებისთვის არა დღიური, არამედ ყოველკვირეული დოზის მიცემა,თუმცა ამას მინისტრის ნებართვა სჭირდება. მინისტრი კი 10 დღეა წერილზეც არ პასუხობს.  

მთელი საქართველოს მასშტაბით მეტადონის პროგრამით 9000 -მდე ბენეფიციარი სარგებლობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი