ხორავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია - შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ხორავას 9 ნომერში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები ძმები არიან, 80 და 83 წლის, რომელთაგან ერთი უსინათლო იყო, მეორე კი, ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული.  

ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ, თუმცა რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამაზე ექსპერტები ჯერ ვერ საუბრობენ. 

მეზობლები ამბობენ, რომ 112-თან დაკავშირებას, თითქმის 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეტყობინება დაგვიანებით მიიღო და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. ხორავას ქუჩის მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ 112-თან დროულად დაკავშირების შემთხვევაში ძმების გადარჩენას შეძლებდნენ. 

ადგილობრივების ამბობენ იმასაც, რომ ოჯახს ბუნებრივი აირი გადაუხდელობის გამო ჩაუჭრეს და ამის გამო გაზი ვერ გახდებოდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ვარაუდობენ, რომ ეს ელექტრო გაყვანილობის კაბელებმა გამოიწვია.

ცეცხლი ხორავას 9 ნომერში დილის 7 საათზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. შენობა მთლიანად არის დაზიანებული: წყლის ჭავლის გამო პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი