სატრანსპორტო შეზღუდვები საქართველოს მაშტაბით. თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების გადაადგილება იკრძალება. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა. მოსახლეობას მხოლოდ მეტრო და ავტობუსი მოემსახურება,რასაც სამარშრუტო ტაქსის მძღოლების უკმაყოფილება მოჰყვა.
მგზავრები უკმაყოფილება გამოთქვამენ. მათი თქმით, მეტროს და ავტობუსს დანიშნულების ადგილამდე ვერ მიჰყავს, გარდა ამისა საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია და ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა შეუძლებელია.
შექმნილი პრობლემების მიუხედავად, დედაქალაქის მერიას დამატებითი ავტობუსები ამ დრომდე არ გამოუყვანია.