საკვები, რომელიც გორში, საბავშვო ბაღებში დაარიგეს სავარაუდოდ ვადაგასულია და მასში ჭიები დაცურავს.
ამის ამსახველ ვიდეოკადრებს ბავშვების მშობლები ავრცელებენ.
გორის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ მწერები აღსაზრდელების საკვებში მართლაც აღმოჩნდა, თუმცა ამბობს, რომ არც ერთი შეფუთვა ვადაგასული არ იყო.
მოხდა შესყიდვა საკვები პროდუქტის, არამალფუჭებადი პროდუქტის, მათ შორის, შვრიის და აღმოჩნდა რამდენიმე პაკეტში მწერები. თუმცა, აღნიშნულ პროდუქტს აქვს ვადა და გაფუჭებული და ვადაგასული არ არის. ჩვენ მაშინვე გავაფრთხილეთ ყველა მშობელი, რომ მოხდეს აღნიშნული პროდუქტის უკან დაბრუნება და კომპანია, რომელმაც მოგვაწოდა პროდუქტი, იღებს ვალდებულებას, რომ ის ჩაანაცვლოს სხვა პროდუქტით", - ამბობს გორის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კორუფციის შედეგია და არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არ არის.
გასულ წელს გორის საბავშვო ბაღების სააგენტომ აღსაზრდელებთან პურ-ფუნთუშეული შეიტანა, რომელშიც, ასევე, მწერები იპოვეს.