მიკროავტობუსების აკრძალვამ პრობლემები შექმნა საქალაქთაშორისო რეისებზე. დღეს მიკროავტობუსები რუსთავიდან მხოლოდ თბილისის მიმართულებით შეასრულებენ რეისებს.
მძღოლები და მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მძღოლები ეკონომიკურ ზარალზე საუბრობენ. მათი თქმით, ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყარო სწორედ მათი საქმიანობაა.
რაც შეეხება მგზავრებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოქალაქეები ჯერ უნდა გაეფრთხილებინა და საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები ამის შემდეგ დაეწესებინა.