დედის დაკრძალვაზე შვედეთიდან ჩამოსული დები, კარანტინში აღმოჩნდნენ. ახლა ისინი სასტუმრო „ფორტუნ პალასში“ არიან და შველას ითხოვენ.
კარანტინში მყოფები გოგონების დედას ხვალ ისე დაკრძალავენ, რომ შვილები უკანასკნელ გზაზე ვერ გააცულებენ.
ორი ახალგაზრდა ქალი მზადააა, სპეცეკიპირებით მივიდეს დედის დაკრძალვაზე. როგორც „მთავართან“ საუბარში ყვებიან, მათ საქმის კურსში ჩააყენეს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროც და დედის დაკრძალვაზე ჩასვლა ითხოვეს.
დილით ჩამოვედით შვედეთიდან... სიცხე არ გვქონდა არაფერი, მაგრამ მაინც კარანტინში გადმოგვიყვანეს, არც ექიმი მოსულა, შსს–ს დავუკავშირდით და ველოდებით... დასაფლავებაზე ვიყო და მერე წამომიყვანონ, როგორმე იქნებ მივიდე იქამდე" – ამბობს კარანტინში მყოფი.