ჩხოროწყუში პოლიციამ იძულების წესით კარანტინში რამდენიმე პირი გადაიყვანეს – ერთ–ერთი გადაყვანილი მამაკაცი სალონში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

კარანტინის წესის კიდევ ერთი დარღვევა - ჩხოროწყუში პოლონეთიდან ჩამოსული მამაკაცი, რომელიც წესით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო სალონში მივიდა.

პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციაში ყოფნის მითითების მიუხედავად, სილამაზის სალონში მივიდა და თმის შეჭრა მოითხოვა.

მამაკაცი საბოლოოდ პოლიციამ იძულების წესით კარანტინში წაიყვანა, რადგან ის შესაძლოა კოვიდ 19–ის მატარებელი იყოს. არსებული ინფორმაციით, პოლონეთიდან ჩამოსული მოქალაქეები სახლში მარტო არ იმყოფებოდნენ და სხვა მოქალაქეებთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

თმის შესაჭრელად გავიდა, ალბათ, დაინახა ვიღაცამ. ორივე წაიყვანეს ღამის სამ საათზე“, – ამბობს ერთ–ერთის დედა.

სამართალდამცავებმა წაიყვანეს ასევე მისი ბიძაშვილი, რომლიც ევროპიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და სოფელშიც თავისუფლად სეირნობდა. 

კარანტინში ჩხოროწყუდან კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს, რომელიც სოციალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა თვითიზოლირებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი