"ოცნებასთან" დაახლოებულები ტენდერებსაც იგებენ და თანხასაც ირგებენ - COVID-19-ის ტესტების ბიზნესი საქართველოში

გამოქვეყნდა:

როგორ იწყება კორნავირუსის ბიზნესი საქართველოში, როგორ იწყებენ ჩინოვნიკები COVID-19-ით გამდიდრებას?

კითხვებზე პასუხი, როგორც ყოველთვის ახლაც მარტივია. ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვების გზა და ჩინოვნიკების დაინტერესება ბიზნესში, საიდანაც ისინი მილიონობთ ლარს შოულობენ. კონკრეტულად ვისი ინტერესები იკვეთება დოკუმენტებში არ ჩანს, თუმცა ფაქტია, რომ თანხა მხოლოდ ერთი პირისთვის არ არის განკუთვნილი. ფულიის კეთება თავიდანვე ტესტების შემოტნაზე დაიწყეს.

მაგალითად კომპანია "ეი-ბი-ემ"-ი რომელმაც მხოლოდ რამდენიმე თვეში 3 მლნ ლარზე მეტი 5 ტენდერიდან მიიღო. "ეი-ბი-ემ"-ი საქართველოში PCR ტესტების ექსკლუზიური მომწოდებელი. რატომ არის არჩეული მხოლოდ ერთი კომპანია, რომელსაც შემოაქვს ყველაზე აუცილებელი ტესტები ამაზე არავინ საუბრობს,  პასუხს ალბათ მარტივად მივხვდებით, როდესაც "ოცნების" შემომწირველთა სიას გადავხედავთ. კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე ხეთერელს "ქართული ოცნებისთვის" 60 000 ლარი აქვს შეწირული. 

შპს Weekend-მა მხოლოდ სხვადასხვა ტიპის პირბადეებში სახელმწიფოსგან 1.43 მილიონი ლარის შეკვეთა მიიღო.

გარდა პირბადეებისა სამინისტრომ კომპანიისგან სხვა სამედიცინო პროდუქციაც შეიძინა: თერმომეტრები, სამედიცინო ტანსაცმელი, ბახილები, და ჯამში შემწირველის კომპანიამ 4.2 მილიონ ლარამდე მიიღო. ხელისუფელბსი ფავორიტს, რომელიც ჯანდაცვის სფეროს მაღალჩნოსნებთან მეგობრობამ, დაუკვეთეს პირბადეებიც. 

სულ რამდენი ტესტია ნაყიდი ან ჩატარებული და სად მიდის მილიონობით ლარი, რომელიც ეპიდემიის მიზეზით "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ვალად დაადო, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ტენდერებსაც იგებენ და დიდ თანხასაც ირგებენ, ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე.   

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი