ფიტნესკლუბი, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად არ დაიხურა, ზურა ჯაფარიძემ ბინად იქირავა

გამოქვეყნდა:

ბათუმის ერთერთი ფიტნესკლუბი - Reformerfitness - გუშინ ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ კი "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან Reformerfitness ბინად იქირავა. 

"ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნესკლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა", - ამბობს ჯაფარიძე. 

თავის მხრივ, Reformerfitness-ის დირექტორი გუშინ გამოწერილი ჯარიმების გადახდას არ აპირებს და ფიქრობს, რომ თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის უფლება უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან - მეორე "ლოქდაუნის" პირობებში - საქართველოში ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები ისევ დაიხურა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი