ხმაური გაბრიელ სალოსის გამზირზე - მოსახლეობამ მშენებლობის გასაპროტესტებლად გზა გადაკეტა

გამოქვეყნდა:

ხმაური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე - მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს, რომელიც, მათი შეფასებით, უკანონოა.

აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტეს. ისინი სამშენებლო ტერიტორიაზე ტექნიკას არ უშვებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

"ჩვენ გვახსოვს კალაძის განცხადება, რომ თბილისში აღარ იქნებოდა ბეტონის ჯუნგლები. ეს კომპანია ასობით ოჯახს უბნელებს სახლს", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე. 

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისის მერიამ მათ ამის უფლება მისცა, შესაბამისად, მშენებლობა კანონიერია.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი