ქუთაისში პაციენტი დაიკარგა

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან გაუჩინარებულ პაციენტს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ანზორ ლემონჯარია საავადმყოფოდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ იპოვეს. 

სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. ის ონკოპაციენტია და მეხსიერების პრობლემა აქვს. 

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე  შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.

ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მომხდარ ფაქტზე კომენტარი ხვალ გაკეთდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი