დედაქალაქმა ტერიტორიების დაბრუნება დაიწყო - მერის ბრძანება გაცემულია და თბილისში 5 ათასამდე ოჯახი უკანონოდ მითვისებულ მიწას და საცხოვრებელს დაკარგავს. საუბარია ოჯახებზე, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ მიწას ნებართვის გარეშე იზომავენ და იქ სახლებს დგამენ.
ბრძანება კახა კალაძემ 25 ნოემბერს გასცა.
ტრაქტორები მაინცდამაინც ყინვების დადგომასთან ერთად მიადგა სახლებს და რამდენიმე მათგანი უკვე მიწასთან გაასწორა. ადამიანები ამ სიცივეში ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. მომავალში საქმეში უკვე პოლიციაც ჩაერევა.
ოპოზიცია ამბობს, რომ სწორედ ამ ოჯახებს ხმების სანაცვლოდ დაპირდნენ მითვისებული მიწების დაკანონებას, ამიტომაც არ ახლეს აქამდე ხელი. გამოდის, რომ ეს ოჯახები მოატყუეს, ხმები გამოსძალეს და ახლა საცხოვრებლებს უნგრევენ.