40 ინფიცირებული - ექიმები სამი პაციენტის მდგომარეობას არასაიმედოს უწოდებენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კოვიდ19 კიდევ 40 პაციენტს დაუდგინდა. ამ დროის მონაცემებით ვირუსი 40 პაციენტს აქვს. აქედან ერთი 80 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა მძიმეა და ექიმები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ.ასევე გაუარესდა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა.  

"სამი პაციენტი არის პრობლემური. მათ გარკვეული წილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტის ასაკია 80 წელზე მეტის. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, მათთანაც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, იმიტომ, რომ არსებულ დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება ნებისმიერ პერიოდში დაავადების და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი.

ხოლო მესამე მძიმე პაციენტი, ეს ჩვენი პაციენტია, რომელთანაც ამ ეტაპზე ობიექტური მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გამომსახველობითი კვლევით რასაც კომპიუტერული ტომოგრაფია ჰქვია, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 52 პაციენტის პასუხს ელიან. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი