ახლა ღმერთის გამოცდის დრო არაა - თეოლოგები მღვდელმთავრებს საგანგებო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის გამო შექმნილი უმძიმესი რეალობის ფონზე წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს სულიერი ლიდერები ცვლიან ღვთისმსახურების წესებს და როდესაც უქმდება მასობრივი ლიტურგიები, საპატრიარქო თითქმის არაფერს ცვლის. სხდომა ხვალ არის ჩანიშნული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, განიხილება თუ არა კორონავირუსის საფრთხეები და გავრცელების პრევენცია. 
შეცვლის თუ არა წესებს საქართველოს საპატრიარქოც და გაითვალისწინებს თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს მოთხოვნებს.

თეოლოგები აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არის საქართველოს ეკლესია ასეთი კატეგორიული და რატომ არ შეაქვს უმტკივნეულო თუმცა პრევენციული ცვლილებები ზიარების წესსა და დახურულ სივრცეებში ლიტურგიების ჩატარებაში. 

"მათ უნდა ესმოდეთ, რომ არც საზოგადოება, არც მრევლი ეჭვქვეშ არ აყენებს რწმენის საკითხს, აქედან გამომდინარე, ისინიც ნუ გამოცდიან ღმერთს და აუცილებელია ადექვატურები იყვნენ,"-განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი