ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაკეთებული წარწერისთვის 2 აქტივისტი 1000-1000 ლარით დაჯარიმდა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ატივისტები - თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გაკეთებული წარწერისთვის 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. კედელზე წერია "ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი!"

ამის შესახებ Facebook-ზე ჯერ თამთა გოგოლაძემ დაწერა, მოგვიანებით კი მომხდარს "ევროპული საქართველოს" წევრი, ელენე ხოშტარიაც, გამოეხმაურა. 

"საპატრულოდან თუ ინსპექციიდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო. ბიძინას მიმდებარედ ყველა ქვა და ბეტონი რომ კულტ.მემკვიდრეიბის ძეგლად ითვლება, იცოდით?", - წერს გოგოლაძე

 Tamta Gogoladze და Shushana Matsaberidze "დააჯარიმეს 1000-1000 ლარით, ბიძინას გვირაბში სტენსილი რომ დახატეო, ეგო კულტურული მემკვიდრეობა არისო ამიტომ 1000 ლარიო. ვინც ეს მოიფიქრა იმას პრემია ამ თვეში და წელში გალსტუკის შემოდღლეზვამდე გამართვა", - ვკითხულობთ ხოშტარიას პოსტში

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი