ხელისუფლება მოქალაქეებს იზოლაციისკენ მოუწოდებს და საჯარო და კერძო სექტორს მიმართავს. მმართველი გუნდი მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეზღუდონ თანამშრომლების სამუშაო ადგილებზე გამოცხადება და დამატებითი შეზღუდვების შესახებ კონკრეტული გეგმის წარდგენას ითხოვს.
გარდა ამისა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მოსალოდნელი მატების გამო კლინიკებმა უკვე დამატებითი ზომების მიღება დაიწყეს. ამ დროისათვის 558 საწოლია გამოთავისუფლებული. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, პრემიერი ამ წუთებში მათ ხელმძღვანელებს ხვდება.
"სახელმწიფოს თუ დასჭირდება, არამარტო საწოლები, რაც კი გამაცნია ამ ქვეყანაზე ყველაფერს დავთმობ,"- განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ.