მეუფე პეტრეს შემდეგ, ახალი სამიზნე მეუფე გრიგოლია - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს აფრთხილებენ

გამოქვეყნდა:

მეუფე პეტრეს შემდეგ, სასულიერო პირების ახალი სამიზნე ამჯერად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლია. მეუფე გრიგოლს დეკანოზი დავით ისაკაძე საგანგებო მიმართვით აფრთხილებს. ის ამბობს, რომ ფოთელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრეს ღიად დაუჭირა მხარი, როდესაც განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში, შესაძლოა მეუფე პეტრეს განკვეთისთვის ხმა არ მიეცა. ისაკაძეს საეჭვოდ ეჩვენება ის ფაქტიც, რომ ფოთელი მიტროპოლიტი სკანდალური სინოდის სხდომას არ დასწრებია:

"როდესაც მან კამერების წინაშე განაცხადა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა, უნდა იყოს განხილული და ასე ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილ. ეს არის გნებავთ ირიბი, გნებავთ პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ამორალურ, ზნედაცემულ ქმედებაში. მე თავს მივცემ უფლებას მივცე შენიშვნა მას და გავართხილებ მკაცრად, რომ კამერებთან ამ საკითხზე, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება პატრიარქს, არ უნდა მიეცა უფლება თავის თავისთვის, რომ საეკლესიო სასამართლოს შესახებ ან სინოდალური განხილვისაკენ მოეწოდებინა ეპისკოპოსებისათვის, რადგან ეს არის ქმედება იმისათვის მიმართული რომ საეჭვო გახდეს ადამიანის, მე ამ შემთხვევაშ არა მაქვს საუბარი მხოლოდ პატრიარქზე, ადამიანის ზნეობის შესახებ მსჯელობა" აცხადებს დავით ისაკაძე ვიდეომიმართვაში.

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზი ისაკაძე არც სინოდის წვერია და არც რაიმე თანამდებობა აქვს საპატრიარქოში, სასულიერო პირების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მისი ეს მიმართვა საპატრიარქოს სამდივნომ საბაბად გამოიყენოს, და მეუფე გრიგოლი დასაჯოს:

"შეიძლება მათ მეუფე ანტონის განცხადებაც არ მოეწონოთ, მეუფე ანტონმაც თქვა, რონ მეც მარსში არ ვცხოვრობ და ვიცი რაც ხდება და უცხო არ ყოფილა ეს გაჟღერებული თემები, არც მეუფე პეტრეა გიჟი, ესეც ცალსახაა, რომ პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებს ის იმ საკითხებს რაზეც ვმსჯელობთ და ეს პრობლემა მათთვის უცხო არ არის... ამ სინოდის მხრიდან არაფერია გამორიცხული" აცხადებს მამა ანდრია სარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი