საახალწლო სოფლის ფული ფონდში, ფონდიდან გაჭირვებულებს - კალაძის ინიციატივა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანხას, რომელიც საახალწლო სოფლის მოსაწყობად იხარჯებოდა, გაჭირვებულების დასახმარებლად გამოიყენებენ.

"700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი. ეს თანხა - რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში - მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინა საახალწლო დღეებში", - ამბობს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ცარიელი ქუჩების საახალწლოდ გასანათებლად 616 000 ლარს დახარჯავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი