ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, თქმით, ჟურნალისტები მის ოჯახზე მორალურად ძალადობენ, რაც, მისი აზრით, არასწორია.
"მაშინ, როცა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია. ვიაზრებ, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იქნეს პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როცა ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს, ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი. დღესაც მიმდინარეობს ჩემს ოჯახზე ზეწოლა. საკმაოდ რთული პერიოდი მაქვს, გარდაცვლილია ჩემი ერთერთი ოჯახის წევრი, თუმცა ჟურნალისტები არ ერიდებიან და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას. არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ ის, რაც დღესდღეობით მიმდინარეობს, დასაგმობია", - ამბობს ტიკარაძე.