კერძო ლაბორატორები COVID 19–ის ტესტირებაში ჩართვას ითხოვენ და ჯანდაცვის უწყებას ხელოვნური ბარიერის შექმნაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში კერძო ლაბორატორები ჯანდაცვის სამინისტროს კორონავირუსზე ტესტირების უფლების მინიჭებას სთხოვენ. კოვიდ 19–ის დადგენა ამ დრომდე მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიებშია შესაძლებელი.

ინფექციონისტებს აინტერესებთ, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მასობრივად ყველა საეჭვო მოქალაქის ტესტირებას ითხოვს, რატომ უქმნის ლაბორატორიებს ხელოვნურ ბარიერებს ჯანდაცვის სამინისტრო და არ აძლევს უფლებას შემოიტანონ რეაქტივები.      

სამხრეთ კორეის მსგავსი მოდელის დანგერვა საქართველოში ჯანდაცვის მინიტრმა დაანონსა, თუმცა როგორ აპირებს, მხოლოდ სახელმწიფო ლაბორატორიბით ასეთ მაშტაბურ ტესიტირებას, მინისტრს არ უთქვამს.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელოვნური ბარიერების შექმნაში დღეს დილით, ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა დადანაშაულა. ხმარიანი განცხადება „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ წამრომადენელმა სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც პირდაპირ წერს, რომ კერძო ლაბორატორების დაბლოკვით სახელწიფო კორონავირუსუის წინააღმდეგ ეფექტურად ვერ იბრძლებს.

„ციტოს“ კლინიკური მენეჯერი დარწმუნებულია, რომ კერძო სექტორის დაავადების კვლევის პროცესსი ჩართვა სახელმწიფოს მაინც მოუწევს. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი აგრესიული ტესტირების დაწყებას გეგმავს. თუმცა ნინო ბაკურაძე შიშობს, რომ პროცესი გვიანდება და ქვეყანაში „კოვიდ 19“–ის აფეთქების მომენტში ლაბორატორიები მზად ვერ იქნებიან.

ახლა საეჭვო სიპტომების მოქალაქე პირდაპირ ლაბორატორიაში კორონავირუზე ტესტირებას ვერ იტარებს, ის ჯერ სახელმწიფო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, შემდეგ ლუგარის ცენტრის სპეციალისტები მივიდნენ, ნაცხი აიღონ და ტესტირებაზე წაიღონ. იმ შემთხვვაში თუ კერძო ლაბორატორიებს რეაქტივები ექნებათ, ნებისმეირ მსურველს კორონავირუსზე ტესტირება პირდაპირ ლაბორატორიაში შეეძლება.

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ლაბორატორიებმა დაახლოებით ორი კვირის წინ მიმართეს. თუმცა ამ დროის განმავლობაში მათ არც მინისტრი შეხვედრია და არც სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულა რაიმე განხილვა. კერძო ლაბორატორიებს უბრალოდ პასუხს არ სცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი