"მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას" | პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

"მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას", - ასე მიმართა პოლიციის მაღალჩინოსანმა გოგა მემანიშვილმა რუსთაველის გამზირზე მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. 

შსს-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს - მემანიშვილი ამბობს, რომ ახლა "გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არსებობს". 

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. შეკრება-მანიფესტაციის შესახებ მე-11 პრიმა მუხლის დარღვევაა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, რომელიც არის სასამართლოს განსჯადი, ეს აქციის მონაწილეებს ეხება და რაც შეეხება ორგანიზატორს, 5000 ლარია ჯარიმა. ჩვენ განმარტება გავაკეთეთ, განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე, მოვუწოდე აქციის მონაწილეებს და ასევე ორგანიზატორებს რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ამის საჭიროება, გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის საჭიროება ახლა არ არის და რაოდენობიდან გამომდინარე. მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და, შესაბამისად, სასამართლო იმსჯელებს", - თქვა მემანიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი