სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა - ისინი სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები. ადგილობრივების თქმით, წყალი ზოგჯერ დაბალი წნევით, ძირითად შემთხვევაში კი საერთოდ არ მიეწოდებათ. აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
"2 თვეა 200 ადამიანზე მეტი წყლის გარეშეა დარჩენილი. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ამ ეპიდემიის პერიოში", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
პროტესტის მიმდინარეობისას ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებიც მივიდნენ. "ვინ რას ამბობს, 1 ადამიანი მითხარით, ვისთანაც წყალი შეწყდა" - ასე პასუხობს კომპანია ადგილობრივების პრობლემას.