ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სხვენზე ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე 4 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, ცეცხლს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დორისთვის სახლში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცეცხლის გაჩენის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.