"მივყვებით დინებას, მეტი გამოსავალი არ გვაქვს" - ბაკურიანში 5 000 ადამიანი უშემოსავლოდ დარჩა

გამოქვეყნდა:

ბაკურიანში საკურორტო სეზონი რამდენიმე დღეში უნდა გახსნილიყო, თუმცა შეზღუდვებისა და გაჩერებული სამთო-სათხილამურო კურორტების გამო დაბა, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

"მივყვებით დინებას, მეტი გამოსავალი არ გვაქვს. აქამდე რომ დაეწესებინათ შეზღუდვები, ვირუსი ასე არ გავრცელდებოდა და დამსვენებელიც გვეყოლებოდა. კურორტი მხოლოდ დამსვენებლისგან თუ მიიღებს შემოსავალს, სხვა რა?", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.

ოპოზიციამ დაითვალა და, შედეგად, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბაკურიანში 5 000-მდე ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა; კიდევ უფრო მეტია უმუშევართა რაოდენობა სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებზე. 

"აქ მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ბანკის ვალი აქვს - ხელისუფლებამ ამ მხრივაც არაფერი შესთავაზა მათ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ოცნებას" მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში სჭირდება და აინტერესებს მოქალაქეები", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაკურ გელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდარომლის მიხედვითაც გაჩერდა სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი