თბილისის მერიამ ბაგა-ბაღებს მატლებით სავსე ჩაი დაურიგა

გამოქვეყნდა:

საბავშვო ბაღების მოსწავლეებმა მერიისგან მატლებით სავსე ჩაი მიიღეს - ვიდეოს სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

ცნობისთვის, პროდუქტები პანდემიის გამო ბავშვებს სახლებში ურიგდებათ. თბილისში 210-ე ბაგა-ბაღის მოსწავლეებისთვის გაგზავნილ ჩაიში მატლები მშობლებმაც იპოვეს.

"ნაცვლად იმისა, რომ ქამრებს თავად იჭერდნენ ბიუროკრატები, 5 მილიონით ზრდის ხელფასებს, მაგრამ ბავშვების კვებას რაც ეხება, იქ შეიძლება ჩაი მატლიანი იყოს", - ამბობს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მერიამ გასაგზავნი პროდუქტების სიიდან ამოიღო ზეთი, რაც გაძვირებით ახსნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი