სამეგრელოში, სოფელ ნოჯიხევში 72 წლის ქალი დააყაჩაღეს

გამოქვეყნდა:

ხობში, სოფელ ნოჯიხევში, 72 წლის მედეა გოცირიძე დააყაჩაღეს. დამნაშვეები სახლში, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შევიდნენ. 

შეიარაღებულმა პირებმა მოხუცი ქალი საოჯახო ტექნიკის გამოყენებით აწამეს. იმის მიუხედავად, რომ თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხაც გადასცა, ქალს უფრო მეტი ფულის გამოტანას სთხოვდნენ. მედეა გოცირიძეს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული. დაყაჩაღებისას ქალი სახლში მარტო იყო.

დაზარალებული ამჟამად ნათესავის სახლშია, კონტაქტურია და ექსპერტიზის ჩატარებას ელოდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ინფორმაცია განახლებადია.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი