მატლიანი ჩაი და გაფუჭებული საკვები ბავშვებს- ბრალდებები კალაძეს და მერის პასუხი

გამოქვეყნდა:

მატლიანი ჩაი, გაფუჭებული კარტოფილი და ხორც -პროდუქტები - ასეთია ქალაქის მერის მიერ, ბაღის აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი მენიუ, რომელსაც თბილისში მცხოვრები 61 ათასამდე ოჯახი იღებს. 

მშობლები ყვებიან რომ ულუფის დარიგებისას საკვები პროდუქტების ნაწილი უხარისხოა და მათი რაოდენობაც თანდათან მცირდება.  

ქალაქ თბილის მერიას შ.პ.ს ეკოლუქსს ყოველწლიურად 62 მილიონ ლარს უხდის. კომპანიამ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

თბილისის მერს არ სჯერა, რომ ბავშვები უხარისხო საკვებს იღებენ. სოციალურ ქსელში ფოტომასალის გავრცელებას კი ლევან ხაბეიშვილს აბრალებს. 

ლევან ხაბეიშვილი კი მოითხოვს, პროკურატურამ დროულად დაიწყოს საქმის გამოძიება.

კახა კალაძე ამბობს რომ ყველაფრისგან დაზღვევის მიზნით, მერის სამსახური პროდუქტების დარიგებისას ვიდეო მეთვალყურეობას ახორციელებს.

კახი კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ინგა გუგავა ამტკიცებს, რომ პროდუქტების დარიგების დროს ბაღის შიდა ტერიტორიაზე ვიდეოგადაღება არ ხორციელდება.

ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა უკვე გააგზავნეს მატლიანი ჩაის ნიმუში ლაბორატორიაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი