მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - ამას Ipsos კვევის შედეგები ადასტურებს.
გამოკითხულთა 52% მიაჩნია, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა და სწორედ ამიტომ ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები აუცილებელია.
გამოკითხულთა 55 % ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მხარს უჭერს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კველვა კარგად ასახავს მოსახლეობის განწყობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა, პარლამენტი კი, არალეგიტიმურია და იმ შემთხვევაში თუ ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება მას ხალხის მხარდაჭერა არ ექნება.
კვლევის შედეგებს ეხმაურებიან ანალიტიკოსებიც, მათთვის ეს ანალიზი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას არ აქვას საკმარისი ლეგიტიმაცია, რომ ქვეყანა მართოს.
გამოკითხულთა საკმაოდ დიდ ნაწილს, 53%-ს მიაჩნია, რომ დავითგარეჯის ე.წ კარტოგრაფების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
აქვე გეტყვით, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით Ipsos კვლევა პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩაატარა და მასში 1500 საარჩევნო უფლების მქონე ადამიანი მონაწილეობდა.