საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, გასულ კვირაში საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი პირველად დაფიქსირდა. ქვეყანაში "ბე" ტიპის ვირუსის ცირკულაცია აღინიშნა, ასევე, სეზონური "ა" ტიპის ვირუსი კი ბოლო მონაცემებით, ისევ არ ფიქსირდება. 

NCDC-ს დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სახელმწიფომ 235 000 დოზა გრიპის ვაქცინა შეისყიდა, რისკ ჯგუფში შემავალი პირების ნაწილი კი უკვე აიცრა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის ამდენი დოზა არასდროს ყოფილა და ექიმები ყველას მოუწოდებენ, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და აიცრან. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, კორონავირუსითან გამკლავება გართულდება მაშინ, როცა ქვეყანაში სეზონური გრიპი გავრცელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი