ეპიდემიის გამო მსხვილ ბიზნესთან ერთად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მცირე მეწარმეები და თვით დასაქმებულები. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა კერძო ბაზრობებზე, სადაც მომხმარებელი პრაქტიკულად აღარ არის.
თვითდასაქმებული მოქალაქეების მაგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, სავაჭრო დახლები სავსეა თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ლარს ვაჭრობენ. ბოლო დღეებია ეს შემოსავალიც აღარ აქვთ.
შემოსავლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მთავრობამ დაავალა ბიზნესს, ხელფასები შეუნარჩუნ თანამშროლებს, ვინც დროებით სახლში უნდა იყოს.
ხელფასს აიღებენ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები, ვინც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანეს, მაგრმ რა ეშველებათ თვითდასაქმებულებს, ვინც ვაჭრობს და თავის თავის უფროსია, არავინ იცის. ამ დრომდე ადამიანთა ამ ჯგუფის შესახებ მთავრობას არანაირი გეგმა არ მოუმზადებია.
დღეს სავაჭრო ობიექტების ნაწილი უკვე დახურულია, მათ ხვალიდან, სავარაუდოდ, სხვა მოვაჭრეებიც შეუერთდებათ და ბაზრობებზე მაღაზიების დარჩენილი ნაწილიც დაიხურება, მაგრამ როდემდე იცხოვრებენ შემოსავლის გარეშე, არ იციან.