საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ აკეთებენ განმარტებას ვინ გამოიძახა და რა რეაგირება მოახდინეს სამების ტაძარში. საკვირაო წირვა-ლოცვის მიმდინარეობისას სამართალდამცველები სამების ტაძარში მივიდნენ. არსებული ინფორმაციით პოლიციას დახმარების თხოვნით მრევლმა მას შემდეგ მიმართა, რაც არ იყო დაცული დისტანცია და პრემიერის მოთხოვნის მიუხედავად ტაძარში 10 ადამიანზე მეტი შეიკრიბა. პოლიციელები ტაძრის საკურთხეველში შევიდნენ, სადაც სასულიერო პირებს გაესაუბრნენ და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. შესაბამისად უცნობია, მოახდინა თუ არა პოლიციამ რეაგირება საგანგებო მდგომარეობის დარღვევაზე. სამებაში წირვა ამ დრომდე გრძელდება. იმყოფება კათოლიკოს პატრიარქიც. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქადაგებს დღეს წირვის ბოლოს.