კარანტინი მარნეულის კლინიკაში - ერთ ერთ პაციენტს COVID 19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

მარნეულის საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. კორონვირუსით დაინფიცირებული ერთ ერთი პირი, სწორედ ამ კლინიკაში, სეზონურ გრიპზე გადიოდა მკურნალობას.

საავადმყოფოს ამჟამად პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს და დეტალურად არ საუბრობენ ვინ გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და არიან თუ არა მათ შორის ექიმები.

თბილისის გარდა, მარნეული უკვე მესამე ქალაქია, სადაც ვირუსის შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსის ფაქტები დადასტურებულია - ბათუმსა და საჩხერეში.

სპეციალისტების განცხადებით, ყველა შემთხვევის წარმომავლობა ცნობილია და სიტუაცია ამ დროისათვის სრულად კონტროლდება

ამჟამად ჩვენი ეპიდჯგუფი იქ არის, მუშაობენ და ჩაღრმავებული ეპიდ კვლევა მიმდინარეობს...შესაბამისი ღონისძიებები ტარდება კონტაქტების გამოვლენისთვის" განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის წევრები ისევ სოციალური დისტანცირების მნიშვნელობაზე საუბრობენ, თუმცა რატომ არ ითვალისწინებს ამას ეკლესია, ამაზე საუბრისაგან თავს იკავებენ და ზოგად კომენტარებს აკეთებენ:

კონსულტაციები გაგრძელდება ყველასთან, ვისაც ეხება დამატებითი კითხვები და ვისაც დასჭირდება განმარტებები. საფრთხე არის თანაბარი ყველგან. სიმჭიდროვე ზრდის ინფექციის გავრცელების საფრთხეს" განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი