ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ეზოს ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიღწიოს.