აღმოჩნდა, რომ გორელებისთვის წინასაარჩევნოდ დაპირებული ავტობუსები, რომელიც მალე გამოჩნდება ქალაქის ქუჩებში, მუნიციპალური ფონდის საჩუქარი კი არა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აღებული ვალით 3 მილიონი დოლარით ნაყიდი ტრანსპორტია.
ასევე აღმოჩნდა, რომ ამ აფიორაში ჩარეულია გიორგი ხოჯევანიშვილი, გორის ყოფილი მერი, მილიონერი და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირი, რომნელსაც არ სურს საუბარი იმაზე, რამდენ ხანს მოუწევთ ამ ვალის გადახდა გორში მცხოვრებ მოქალაქეებს.
ამ აფიორის წინააღმდეგ ოპოზიციამ დღეს აქცია-პერფორმანსიც გამართა.
ავტორი: გიორგი ახალკაცი