"სახელმწიფოს მაგას ვერ გავაკონტროლებინებთ" - წირვა სამებაში და პატრიარქის ქადაგება

გამოქვეყნდა:

გეუბნებიან შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, მთავარია, ვიყოთ უფალთან --ამ სიტყვებით მიმართა სამებაში შეკრებილ მრევლს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო წირვა ლოცვის დასრულების შედეგ. 

ილია მეორემ მორწმუნეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.​ საგანგებო მდგომარეობის და პრემიერის მოთხოვნის შესახებ განმარტებები წირვის დასრულების შემდეგ გააკეთეს. 

სასულიერო პირების ნაწილისთვის საგანგებო მდგომარეობის ჩანაწერში დაზუსტებული უნდა იყოს რა იგულისხმება შეზღუდვებში, მათივე თქმით, მრევლისთვის მკაცრ აკრძალვებს ვერავინ დააწესებს. რაც შეეხება მეუფე გრიგოლის ინიციატივას, სახლში ზიარებასთან დაკავშირებით, სასულიერო პირების ნაწილს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია:

თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო უარს რატომ ვიტყვით, მაგრამ ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმის გამო, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა...სახელმწიფოს მაგას ვერ გავაკონტროლებინებთ" განაცხადა მეუფე იაკობმა სამებაში პატრულის გამოძახებასთან და საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საგანგებო ვითარებაზე ყველა თანახმა ვართ, მაგრამ როდესაც პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ათ ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, ამ ქალაქში მილიონნახევარი ადამიანია შეკრებილი ერთად, რას ნიშნავს ათ ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება? აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი- ამბობს მეუფე.

რაც შეეხება ზიარების წესს. სამების საკათედრო ტაძარში მრევლი დღეს უცვლელი წესით, ერთი კოვზით აზიარეს, თუმცა ზიარების შემდგომი სიტკბოება, მრევლისთვის აღარ დაურიგებიათ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი