"აირზენამ" სპეცრეისები გააუქმა - ავიაკმპანია მთავრობისგან ნებართვას ელოდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ავიაკომპანია აირზენას ჩარტერული რეისით დღეს სამშობლოში უნდა ჩამოეყვანა, აეროპორტებში ჩატოვეს. ბილეთები გაყიდულია - ამსტერდამი თბილისი, ვენა თბილისი და პარიზი თბილისის მიმართულებით. საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა ასობით კილომეტრები გაიარეს რომ აეროპორტებში ჩასულიყვნენ, თუმცა აღმოაჩინეს, რომ  აირზენა რეისებს ვერ ასრულებს.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თვითმფრინავები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენად მზადაა, თუმცა მათ ამის უფლებას საქართველს მთავრობა არ აძლევს. "აირზენაშიი" აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის ნებართვის გარეშე, თვითმფრინავის აფრენის უფლება არ აქვთ

არა გვაქ მიღებული ნებართვა ვენაზე დღევანდელ ფრენაზე, 23 რიცხვის ამსტერდამზე და 24 რიცხვის პარიზზე. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი ნებისმიერი მიმართულებით" აცხადებს "აირზენას" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია "მთავარ არხთან" საუბარში. მისივე თქმით, უცნობია რატომ ვერ იღებენ ამ დრომდე მთავრობისგან აფრენის უფლებას.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი ამ წუთებში კიევიდან სპეცრეისს ელოდებიან. თვითმფრინავმა საქართველოს მოქალაქეები უნდა ჩამოიყვანოს, უკრაინის მოქალაქეები კი უკრაინაში დააბრუნოს. კიევი- თბილისი- კიევის სპეცრეისი უკრაინის ხელისუფლების ბრძანებით დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი