"აწარმოე საქართველოში"- ვის ეხმარება ფონდი მაშინ, როცა დამწყებს ბიზნესმენებს დაუსაბუთებელი უარით ისტუმრებს

გამოქვეყნდა:

წელს ქართველ მცირე და საშუალო მეწარმეებს ძალიან მძიმე, ცივი და სუსხიანი ზამთარი ელით, მშველელი და  ნუგეშისმცემელი კი არსაიდან ჩანს. 

მრავალპროფილურ მეურნეობას, რომელიც გიორგი ალადაშვილმა, თელავთან ახლოს, სოფელ რუისპირში, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, საკუთარი ხელით, ნოლიდან შექმნა, მთელს საქართველოში ანალოგი არ აქვს. 

ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური პირობების გამო შვეიცარიაში წასულმა ახალგაზრდა კაცმა, ბევრი ჩვენი თანამემამულისგან განსხვავებით, ბოტასების ქურდობას, შრომა და განათლების მიღება ამჯობინა და როცა მიხვდა, რომ სამშობლოში დაბრუნებისა და დაგროვებული ცოდნის აქ გამოყენების დრო იყო  შვეიცარიელებისთვის ვიდეო მიმართვა ჩაწერა. 

პატარა ვიდეომ,  შვეიცარიელებს გულები გაუთბო. სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცის გულწრფელობას ენდნენ და შინ დასაბრუნებლად და იდეების ხორცშესასხმელად 60 ათასი ევრო შეუგროვეს.

გიორგის არასდროს, უსარგებლია იმ შეღავათიანი პროგრამებითა თუ გრანტებით, რომელსაც ქართული სახელმწიფო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით პერიოდულად ახორციელებდა.  

სახელმწიფოს არც წელს მოსთხოვდა რამეს, რომ არა პანდემია. მისი მრავალპროფილური მეურნეობის სრულმა კოლაფსმა გიორგი აიძულა, იმ საგრანტო კონკურსში მიეღო მონაწილეობა, რომელიც სახელმწიფომ  მეწარმეთა მხარდაჭერის მიზნით გამოაცხადეს.

"აწარმოე საქართველოში" განაცხადის შევსებით მან სახელმწიფოსგან გასულ წელს სასტუმროს ასაშენებლად აღებული საბანკო სესხის სუფსიდირება ითხოვა. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად. 

დახმარებაზე დაუსაბუთებელი უარის შემდეგ, გიორგი ალადაშვილი დილემის წინაშე აღმოჩნდა. 

გიორგის საკუთარ მეურნეობაში 18 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და სულ იმაზე ოცნებობდა, რომ მათი რიცხვი გაეზარდა, თუმცა  დღეს სხვა გამოსავალი არ აქვს ყველა მათგანი სახლში უნდა გაუშვას. 

გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა, ადგილობრივი თუ სახელმწიფო დონის ჩინოსნების მხრიდან ყოველთვის თითით საჩვენებელი, საამაყო და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სატრაბახო ადგილიც კი იყო, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობდნენ.

სამსახურიდან  გათავისუფლების შემდეგ სოფო ტუსაევმა​ ახალი საქმე მალევე მოძებნა. სოფომ ირწმუნა, რომ ბავშვობაში შეძენილ კერვის ცოდნას თუ   სამოყვარულოდან პროფესიულ დონემდე აიმაღლებდა, წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა, შესაბამისად მოიპოვა გრანტი და სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა. 

სოფოს მამა წლების წინ დაეღუპა, სწავლის პერიოდში კი  მას ერთადერთი ოჯახის წევრი და გულშემატკივარი  დედაც გარდაეცვალა. ობლად დარჩენილ, უსახლკარო, დევნილ გოგონას ჰქონდა მხოლოდ პროფესიული ცოდნა და ერთი საკერავი მანქანა, როცა ექვსი კვადრატული მეტრის დაქირავება გადაწყვიტა. 

დაუღალავმა შრომამ რა თქმა უნდა შედეგი გამოიღო და სამკერვალოს გახსნიდან ექვს თვეში, სოფომ  ჯერ ერთი მოგვიანებით კი მეორე  კურსელიც  დაასაქმა. მერე იყო პრაქტიკა...

დღეს სოფოს ბიზნესი  სტაბილურად,  თუმცა ნელა ვითარდება. იმისათვის, რომ ტემპი ააჩქაროს და ქალის სამოსის კერვას სხვა ხაზებიც შემატოს საქარგი მანქანა დანადგარი სჭირდება. 

ამ დანადგარის შესაძენად ​დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართა. “აწარმოე საქართველოში” გრანტის მიღება პირველად სამი წლის წინ სცადა.  

წესით და რიგით სოფო ამ საგრანტო პროგრამის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ის რეგიონში მცხოვრებია, დევნილია, ქალია,  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია,  მეწარეა და მზარდი ბიზნესი აქვს, შესაბამისად ისმის კითხვა თუ ასეთ აპლიკანტებს არ აფინანსებს მაშინ ვის აფინანსებს სახელმწიფო? 

"სტუდია მონიტორის" მიერ, შარშან მომზადებულ საგამოძიებო ფილმში ნათქვამი იყო, რომ “აწარმოე საქართველოს” ბენეფიციარების დიდი ნაწილი მრავალმილიონიანი ბრუნვის მქონე უმსხვილესი ქართული თუ უცხოური  კომპანიებია, რომლებმაც   სახელმწიფო პროგრამიდან სხვადასხვა სახის დახმარების მიღების შემდეგ მმართველი პარტიის ყულაბაში შემოწირულობის სახით 2 000 000 ლარზე მეტი ჩარიცხეს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი