ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე, ე.წ გარადოკის კორპუსებში მოხდა. ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე გაჩნდა და ის ამჟამად ლიკვიდირებულია. გარდაცვლილია მამაკაცი. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ავტორიირაკლი ვაჩიბერაძესტატიებიწერილის მიწერა