მარნეულსა და ბოლნისში კარანტინია გამოცხადებული - მოქალაქეები საკარანტინე ზონებს ვეღარ დატოვებენ

გამოქვეყნდა:

მარნეული და ბოლნისი მკაცრ კარანტინშია. კორონავირუსის სწრაფი გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში ორი ქალაქი ჩაიკეტა. ორივე მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად გვიან ღამით პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა.

ქალაქის შესავლელებს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებენ.  არავის არ უშვებენ მარნეულიდან და ბოლნისიდან. 

მოქალაქეები მარნეულში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ისინი ქალაქს აღარ დატოვებენ. 

იგივე შეზღუდვები მოქმედებს ბოლნისში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი