მერიამ 2022 წლის საახალწლო კონცერტისთვის ტენდერი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

მერიამ 2022 წლის საახალწლო კონცერტისთვის ტენდერი გამოაცხადა - ინფორამაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.  მუნიციპალიტეტმა აპარატურა და სცენა უნდა იყიდოს

თვეების განმავლობაში უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს მთავრობა ერთჯერადად ეხმარება 300 ლარით, რომელიც მთელი ოჯახის გამოსაკვებად და საარსებოდ უნდა ეყოს მოქალაქეებს. ამ პირობებში კი თბილისის მერია 2020 წლის დეკემბერში აცხადებს 2022 წლის საახალწლო კონცერტების გასამართად ტენდერებს - აცხადებენ "ფლანგვის დეტექტორში"

2022 წლის საახალწლო კონცერტამდე კი თბილისის მერია მომავალი - 2021 წლის განმავლობაში, 100,000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216,000 ლარს ამავე კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.

1 და 2 დეკემბერს მერიამ 2,705,550 ლარის ღირებულების 13 ტენდერი გამოაცხადა.  

აღნიშნული 13 შესყიდვა ემსახურება 2021 წლის მანძილზე თბილისში გასამართი კონცერტებისთვის შესაბამისი აპარატურის მომსახურების შესყიდვას, მათ შორის 216,000 ლარი იხარჯება ამ კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად ამ ეკრანების ქირაობისთვის, ხოლო 98,000 ლარი 2021 წლის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტებისთვის გარე გათბობების შესასყიდად. 100,000 ლარის დახარჯვას აპირებს თბილისის მერია 2021 წლის განმავლობაში გასამართი კონცერტებისთვის ფეიერვერკისა და სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაძენად. Აგრეთვე 100,000 ლარი დაიხარჯება თბილისის ბიუჯეტიდან 2021 წელს გასამართი კონცერტებისთვის ბიოტუალეტების მომსახურების შესაძენად - ნათქვამია "ფლანგვის დეტექტორის"ინფორმაციაში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი