"ევოლუშენ გეიმინგი" იძულებით დახურეს - ბოლნისელ თანამშრომლებს ტემპერატურა აღენიშნებათ

გამოქვეყნდა:

აზარტული თამაშების აკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ "ევოლუშენ გეიმინგი" იძულებით დახურეს. კომპანიის ოფისში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია რა სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ადგილზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. გარდა ამისა, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს სხვა 2 თანამშრომელს, რომლებიც ბოლნისიდან არიან.

პოლიციისა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე მხარეები არ საუბრობენ, თუმცა ევოლუშენ გეიმინგის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მათ თანამშრომლებს ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ:

ჩვენი უფროს საკმად ყურადღებიანია და მისი ბრალი არ არის თუ ვიღაცამ თავის მოქალაქეობრივი ვალი არ შეასრულა და სიცხიანი მოვიდა - განუცხადა "მთავარ არხს" კომპანიის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება თანამშრომლებს. "ევოლუშენ გეიმინგში" ძირითადად სტუდენტები არიან დასაქმებული. მათ ანონიმურად არაერთხელ მიმართეს "მთავარ არხს" რომ კომპანიის ხელმძღვანელობა დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, სამსახურში მისვლას სთხოვდა. გარდა ამისა, როგორც ახალგაზრდები აცხადებდნენ, ვირუსის საფრთხის გათვალისწინებით, სამსახურში არ ჰქონდათ უსაფრთხო გარემო.

"ევოლუშენ გეიმინგის" თანამშრომლებს ამ ეტაპზე შესაძლო დაინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი