ტენდერები 7 კომპანიისთვის - "ოცნების" შემომწირველების სქემა ერთმანეთის გასამდიდრებლად

გამოქვეყნდა:

7 კომპანია, რომელიც ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით სახელმწიფო სახსრებს ინაწილებს - "ფლანგვის დეტექტორის" დამფუძნებელი გიორგი ნონიაშვილი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირების კომპანიებზე საუბრობს, ზოგ შემთხვევაში საუბარია თავად ბიძინა ივანიშვილის კომპანიაზეც.

​ნონიაშვილის თქმით, ის დეველოპერული კომპანიები, რომლებიც მმართველ ძალას ყველაზე მსხვილ თანხებს სწირავენ, სანაცვლოდ სახელმწიფოსგან მილიონიან ტენდერებს იღებენ. 

გარდა ამისა, დასახელებულ კომპანიებს კონკურენციაში არც ერთმანეთთან შედიან და ტენდერებს შეთანხმებულად ინაწილებენ 

კომპანიების ჩამონათვალი:

  • 1. ინსი
  • 2. დაგი
  • 3. ელიტა ბურჯი
  • 4. შპს ფერი
  • 5. შპს ენსისი
  • 6. შპს საქენერგორემონტი
  • 7. შპს ანაგი 

ერთმანეთთან და მათ შორის თბილისის მერიასთან შედიან ტენდერებში სატენდერო პირობებით. ერთმანეთთან აქვთ წინასწარ დალაგებული პირობები რომ მოდი ახლა შენ მოიგე ეს ტენდერი, მე უფრო ცუდ პირობას დავდებ. მოიგებს პირობითად "ანაგი", მეორე შემთხვევაში მოგებს შპს ენსისი. ერთმანეთთან შეთამაშებულები არიან" ამბობს ნონიაშვილი "ღამის მთავარში" საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი