სოლიდარობა აფრიკის დასახლებას, სახლი ყველას - დედაქალაქის მერიასთან ამ დროისათვის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ადგილზე აქტივისტების გარდა, იმყოფებიან აფრიკის დასახლების ის მცხოვრებლები, რომლებსაც გუშინ ბულდოზერებით სახლები დაუნგრიეს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ ვანო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებას, რომელიც გუშინ დემონტაჟის დროს დაწყებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს და ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორშია, ასევე ითხოვენ დაუკანონონ ის ტერიტორიები, სადაც უკვე წლების მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება
თუკი სახელმწიფო შეიძლებ 1 ლარად ჩუქნიდეს ივანიშვილს ქონებას, რატომ არ შეიძლება ამ ადამიანებს ჩუქნიდნენ სიმბოლურ ფასად? მითუმეტეს როცა მათ სხვა საკუთრება არ აქვთ. ასევე ვითხოვთ, ვისაც დაუნგრიეს აღუდგინონ და დაკავებული გაათვისუფლონ. ასევე მეოთხე მოთხოვნა - ვინც ვერ მოახერხა და ვერ ააშენა ბინა, მათ დაუფინანსონ და საახალწლო კონცერტების ნაცვლად, ბიუჯეტდან დამატებით 1000 ბინის მშენებლობა იყოს დაფინანსებული - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც აქციაზე იმყოფება.
დედაქალაქის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერიიდან არავინ გამოსულა.