27 წლის ნიკა სუბელიანს მე-9 დღეა ეძებენ - კვალი მცხეთაში იკარგება

გამოქვეყნდა:

უკვე მე-9 დღეა, ოჯახი ნიკა სუბელიანს უშედეგოდ ეძებს. ბოლოს 27 წლის ახალგაზრდა მცხეთაში ნახეს, სადაც ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩამოსვა. სწორედ ამ დროიდან იკარგება მისი კვალი.

როგორ ცნობილია, ნიკა სუბელიანი 7 დეკემბერს ბოლნისიდან თბილისში ჩამოვიდა, 9 დეკემბერს კი, ნათესავის სახლი ისე დატოვა, რომ არ გააფრთხილა, სად მიდიოდა.

2 დღეში კი, ყაზბეგისკენ მიმავალი ნიკა სუბელიანი საპატრულო პოლიციამ გააჩერა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმა. მისი კვალი მცხეთაში იკარგება.

"დააფიქსირა პატრულმა, მიდიოდა ყაზბეგისკენ. დააკავეს, ვერ წახვალ ყაზბეგში, გზები ჩაკეტილიაო და ჩამოვიყვანეთ განყოფილებაშიო. გადავამოწმეთ პიროვნება და დარღვეული რომ არაფერი ჰქონდა და აღრიცხვაზეც არ იყო აყვანილიო, ჯარიმა დავუწერეთო და სადამდეც თვითონ გვთხოვა, წავიყვანეთო და ჩამოსვეს მცხეთის გადასახვევთან. იმის მერე კვალი დაიკარგა. კამერები როგორც ნახეს, გზა გააგრძელა თბილისისკენ, გათიშული ტელეფონის მდებარეობას ვერ ადგენენ", - ამბობს დაკარგული ნიკა სუბელიანის ძმა, დავით სუბელიანი.

საგამოძიებო მოქმედებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი