ფონიჭალაში, ერთ ერთი საცხოვრებელი კორპუსი კარანტინში მოექცა. მას შემდეგ რაც ერთ-ერთ ოჯახში მარნეულიდან ჩასული სტუმარი მივიდა, სამეზობლოში პანიკა ატყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სტუმარს ტემპერატურა დაუფიქსირდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
წაიყვანეს თუ არა სიცხიანი სტუმარი საავადმყოფოში ჯერ უცნობია, მისი მასპინძლები კი ექიმებმა თვითიზოლაციაში გაუშვეს, თუმცა მეზობლები ეჭვობენ, რომ საერთო აბაზანისა და დერეფნების პირობებში იზოლაციის დაცვა ვერ მოხერხდება. მოსახლეობა კორპუსის სასწრაფო დეზინფექციას ითხოვს.