ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ - თბილისში ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თბილისის დეზინფექცია დაიწყო. წუხელ რამდენიმე  ქუჩა სპეციალური საშუალებებით მორეცხეს. დეზინფექცია ძირითადად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჩატარდა,  იქ სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია. 

სამუშაოები რამდენიმე დღე გასტანს და მას თბილისის მერია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოებს სურსათის ეროვნული სააგენტო შეასრულებს. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდირებული და მოსახლეობისთვის უვნებელია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი